Kurdiani street Saburtalo Palace
30.March.2021

"ლიტ ჯეო ინვესტი" სურამში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს

„ლიტ ჯეო ინვესტი“ სურამში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ BM.ge-სთან თავად შპს ლიტ ჯეო ინვესტის დირექტორმა ვალერი გელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპლექსი 22 305 კვადრატზე იქნება გაშენებული და 22 კოტეჯს, სასტუმროს 75 ნომერს, რესტორანს, აუზს, საკონფერენციო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცესა და სამედიცინო კაბინეტებს გააერთიანებს.„ეს ადგილი არ არის დიდად ტურიზმზე გათვლილი, აქცენტს ადგილობრივებზე ვაკეთებთ. კომპლექსის მთავარი ღირებულება ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი სამედიცინო კაბინეტები იქნება, რადგან მათთვის პერიოდულად მშრალი ჰავაა საჭირო, ამიტომ, შეირჩა სურამი კომპლექსის მშენებლობისთვის.