ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი

ჩვენ შესახებ

კონპანია

შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ -  ქართულ-ლიტვური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს.  კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტი“ საქართველოს მოსახლეობას უზრუნველყოფს თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსებით, საოფისე ფართებით, სასტუმროებით და სხვ. იგი  ახორციელებს ფართო სპექტრის სამშენებლო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საცხოვრებელი ბინების, ასევე „A“ კლასის საოფისე ფართების ჩათვლით. ამჟამად კომპანიის მიმდინარე პროექტია თანამედროვე ტექნოლოგიებით დაგეგმილი სამშენებლო კომპლექსი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას" მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 5 კორპუსის მშენებლობა  (A , B, D, E-1, E-2 კორპუსები). თითოეული 12 სართულიანი კორპუსი - თანამედროვე დიზაინითა და საუკეთესო წყობით. 
ამჟამად, ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კიდევ ერთი, განსხვავებული 20 - სართულიანი “C ” კორპუსის მშენებლობა.
გარდა ამისა, ასევე ქ.თბილისის ცენტრში შენდება 33 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, "საბურთალო პალასი".

მისია და ხედვა

კომპანია "ლიტ ჯეო ინვესტის" მიზანია მოსახლეობამ იცხოვროს კომფორტულ გარემოში. ჩვენი საქმიანობით წვლილი შეგვაქვს როგორც ადგილობრივი გარემოს, ასევე ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. "ლიტ ჯეო ინვესტის" საქმიანობა ეფუძნება თითოეული მომხმარებლის ინტერესსა და ნდობას. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულებაა მშენებლობის ხარისხი, რაც განაპირობებს სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს.