ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი
26.დეკემბერი.2016

დევნილთა სამინისტრომ დევნილთა ოჯახებს ლიტ ჯეო ინვესტის ბინები გადასცა

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ  დღეს, ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს. "თუ ვის,სად და რომელ სართულზე შეხვდებოდა ბინა კენჭის ყრის პროცედურის დროს თავად დევნილებმა აირჩიეს. ერთადერთი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პირველი სართულები იყო განკუთვნილი და კორპუსს აქვს ადაპტირებული შესასვლელი. 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალ მოსახლეობას და შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალ წელს ახალ ბინებშიშეხვდნენ.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთ ოთახიანი, 27- ორ ოთახიანი და 25- სამ ოთახიანი ბინაა. თბილისში,საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.