ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი

ხშირად დასმული კითხვები

გაყიდვების ოფისი

  • როგორია შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ გაყიდვების ოფისის სამუშაო გრაფიკი?

    გაყიდვების ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ; შაბათი 10:00-16:00სთ. 

პროექტები

  • რამდენსართულიანი კორპუსებია გათვალისწინებული პროექტში "სახლი ქარვასლას მოედანზე"?

    A, B, D, E1, E2 კორპუსები (უკვე აშენებული) 12 სართულიანია, ხოლო C კორპუსი 20 სართულიანი.
  • პროექტში "სახლი ქარვასლას მოედანზე", რა მანძილია ბლოკებს შორის?

    A და B ბლოკებს შორის მანძილი დაახლოებით 15 მეტრია; B და E ბლოკებს შორის მანძილი 10 მეტრია, E1 და E2 ბლოკები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით და მათ შორის მანძილი დაახლოებით 7 მეტრია. С და D ბლოკებს შორის მანძილი 10 მეტრია. 

  • რა მდგომარეობაში ბარდება ბინა "ლიტ ჯეო ინვესტში” და რა შედის ფასში?

    ბინები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციაში, რომელშიც შედის:
    ბინის კონტურის კედლები ამოყვანილი;
    ჭერის სიმაღლე 2.90მეტრი (ორი მეტრი და ოთხმოცდაათი სმ);
    ფართში ტიხრები (შიდა კედლები) ამოშენებული ბლოკით მყიდველთან შეთანხმებით.
    მოპირკეთებული აივნები და ტერასები (დაგებული მეტლახი)
    ელ-გაყვანილობა ბინაში მრიცხველით (ბინაში გაყვანილი იქნება ელექტროობის კაბელები, თითოეულ ოთახში 4 წერტილი აქედან 3 დენცქვიტასთვის, ხოლო 1 ჩამრთველისთვის, სამზარეულოში 5 წერტილი: აქედან 4 დენცქვიტასთვის, 1 ჩამრთველისთვის, ხოლო აბაზანასა და შემოსასვლელში სამ-სამი წერტილი საიდანაც 2 იქნება დენცქვიტასთვის, 1 ჩამრთველისთვის)
    გაზის მილი გატარებული მოჭიმვაში (მრიცხველით).
    სახლოფონის ცენტრალური გაყვანილობა (დომოფონი) სადარბაზოში;
    კედლები, ტიხრებისა და კონტურები გალესილი (თარაზოში გასწორებული)და სამშენებლო გაჯით დამუშავებული, (გარდა სველი წერტილებისა);
    სან. ტექნიკური დგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია);
    იატაკის მოჭიმვა;მოჭიმვაში გატარებული გათბობის მილები, მიყვანილი რადიატორები წერტილებამდე;
    შენობა-ნაგებობის პერიმეტრზე ჩასმული ორმაგი მინაპაკეტი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები (ორმაგი შუშებით);
    ფართში შესასვლელი რკინის კარი(ურდულითა და საკეტით) დაყენებული.
    ლიფტები ჩართულ, გამართულ მდგომარეობაში.
  • აქვს თუ არა კორპუსს ავტოსადგომები?

    პროექტში "სახლი ქარვასლას მოედანზე" - კორპუსების შიდა ეზოში არის საერთო ავტოსადგომები, ხოლო კორპუსების ქვემო სართულებზე, განლაგებულია ფასიანი ავტოსადგომები. რაც შეეხება „საბურთალო პალასს", ასევე ფასიანი ავტოსადგომებია გათვალისწინებული სამ სართულზე.
  • რა საბუთები ერთვის კონტრაქტს? რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მყიდველმა ?

    კონტრაქტის გასაფორმებლად საჭიროა მყიდველმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე საჭიროების შემთხვევაში მინდობილობა ან პასპორტი.
  • მსურველს აქვს თუ არა ბინის ნახვის შესაძლებლობა?

    „სახლი ქარვასლას მოედანზე“ გაყიდვების ოფისი მდებარეობს ობიექტზე, ამიტომ ბინის ნახვის შესაძლებლობა არის სამუშაო საათებში.
  • რა ტიპის მშენებლობები აქვს შპს „ლიტ ჯეო ინვესტს?“

    შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ აწარმოებს საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართების მშენებლობას.
  • არის თუ არა გასაყიდი კომერციული ფართები?

    კომერციული ფართები განლაგებულია პროექტის "სახლი ქარვასლას მოედანზე", D კორპუსის პირველ სართულზე
  • რამდენი ბინაა განთავსებული თითოეულ სართულზე?

    დადიანის პროექტის შემთხვევაში C კორპუსში საშუალოდ 5-6 ბინაა, D კორპუსს ყოფს სამი სადარბაზო, თითოეულში საშუალოდ 7-დან 10-მდე ბინაა.

ადგილმდებარეობა

  • რა მნიშვნელოვანი ობიექტებია შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ ტერიტორიასთან ახლოს?

    დადიანის ობიექტიდან 20 მეტრში მდებარეობს სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“. ასევე 5 წუთის სავალზე მდებარეობს „თბილისი ცენტრალი",საიდანაც ტრანსპორტი ქალაქის ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდება.
  • სად მდებარეობს გაყიდვების ოფისი და არის თუ არა ბინის ნახვის შესაძლებლობა ?

    გაყიდვების ოფისი მდებარეობს ცოტნე დადიანის #7-ში , "დ" კორპუსის პირველ სართულზე. ბინის ნახვის შესაძლებლობა არის იმდენად რამდენადაც გაყიდვების ოფისი მდებარეობს ობიექტზე.

გადახდის პირობები

  • ბინის შეძენის შემთხვევაში ვიხდით თუ არა დამატებით წყლის და დენის მრიცხველების საფასურს?

    მყიდველი არაფერ დამატებით საფასურს არ იხდის, ბინის შეძენის შემთხვევაში

  • როგორ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ფასების შესახებ?

    ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 577 54 00 58 ან ესტრუმრეთ შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ გაყიდვების ოფისს , რომელიც მდებარეობს ცოტნე დადიანის #7-ში. 
  • ერთდროულად რამდენიმე პირს შეუძლია თუ არა ბინის შეძენა?

    დიახ, ბინას შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე პირი. ამ შემთხვევაში ისინი იქნებიან თანამესაკუთრეები.
  • არის თუ არა ფასდაკლება ბინის სრული ღირებულების ერთიანად დაფარვის ან რამდენიმე ბინის ერთად შეძენის შემთხვევაში?

    დასრულებულ ბინებზე თანხის ერთიანი გადახდის პრინციპია, რაც შეეხება მშენებარე პროექტებს თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება არის.
  • ბინის შეძენის შემთხვევაში რამდენ ხანში უნდა მოხდეს თანხის გადახდა?

    ბინის შეძენის შემთხვევაში, თანხის შემოტანის ვადა გაწერილია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
  • მოქმედებს თუ არა შიდა უპროცენტო განვადება?

    დიახ, შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს მშენებლობის დასრულებამდე ვადით. 
  • აქვს თუ არა უფლება იურიდიულ პირს შეიძინოს უძრავი ქონება შპს „ლიტ ჯეო ინვესტში“?

    დიახ, იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს უძრავი ქონება შპს "ლიტ ჯეო ინვესტში". 

  • შეიძლება თუ არა ბინის შეძენა მინდობილობის საფუძველზე?

    დიახ, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ბინა შეიძინონ მინდობილობის საფუძველზე.