Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in /home/z100563/domains/litgeoinvest.ge/website_back/engine/classes/minify/jsmin.php on line 225

Deprecated: __autoload() is deprecated, use spl_autoload_register() instead in /home/z100563/domains/litgeoinvest.ge/website_back/engine/classes/mail/PHPMailerAutoload.php on line 45

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/z100563/domains/litgeoinvest.ge/website_back/classes/PHPExcel.php on line 112
კომპანია ლიტ ჯეო ინვესტის ბინები 132 დევნილ ოჯახს გადაეცა | litgeoinvest.ge
ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი
03.მარტი.2016

კომპანია ლიტ ჯეო ინვესტის ბინები 132 დევნილ ოჯახს გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 132 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც კომპანია "ლიტ ჯეო ინვესტის" მიერ ახალაშენებული კორპუსის ბინები გადაეცათ. სამინისტრომ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებული 132 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, შპს „ლიტ ჯეო ინვესტისგან"კონკურსის საფუძველზე შეიძინა. დადიანის ქუჩა N7-ში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცათ. 132 ბინიდან 84-ერთ ოთახიანია, 24-ორ ოთახიანი, ხოლო 24-სამ ოთახიანი. 2016 წლის ბოლოს, თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.