ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი

სიახლეები

05.სექტემბერი.2023

ლიტ ჯეო ინვესტის ახალი პროექტი დიდ დიღომში

დიდ დიღომში, კერძოდ ბაგრატ მესამეს ქუჩაზე (დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონი) მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი საცხოვრებლად მშვიდ და მყუდრო გარემოს გთავაზობთ. შენობა-ნაგებობა ჯამში 12 სართულისგან შედგება, საიდანაც მიწისქვეშა სრული სართული კეთილმოწყობილ საპარკინგე სივრცეს ეთმობა. თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 4057 კვ. მეტრს შეადგენს, რომლის თითქმის ნახევარი უშუალოდ შენობას უჭირავს, ხოლო დარჩენილი სივრცე გამოყენებულია შიდა უსაფრთხო სატრანსპორტო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ხოლო 800 კვ. მეტრი უშუალოდ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო მოედნებსა და ეზოში მოსასვენებელ სივრცეებს ეთმობა. შენობის შიგნით განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს სახანძრო და სასწრაფო მანქანების სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო თავად შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სრული სისტემით, მათ შორის სადარბაზოში ცეცხლმედეგი ტამბურებითა და საშხაპე სისტემით. პროექტს ანხორციელებს დეველოპერული – სამშენებლო კომპანია ლიტჯეოინვესტი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან აქტიურად აშენებს. სავანეს მშენებლობა სრულად დაფინანსებულია ქართუ ბანკის მიერ. დეტალურად