ქურდიანის ქუჩა საბურთალო პალასი
15.მაისი.2016

ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

კომპლექსის მშენებლობა მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის მოთხოვნას წარმოადგენდა. სპორტული კომპლექსი, ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი აცხადებს,ქალაქში ამ დრომდე მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსი არ არსებობდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია იმ პროექტებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება და რომელსაც მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ლიტ ჯეო ინვესტი" აშენებს. წლების განმავლობაში,სპორტული კომპლექსის ტერიტორია ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა და სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. აღნიშნული მასშტაბური პროექტის ფარგლებში იარსებებს 600 კაციანი საშეჯიბრო, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები.ამასთანავე იქნება სასტუმრო და კვების ბლოკი. შეიქმნება სრული კომფორტი იმისათვის, რომ ქალაქ ხაშურმა მიიღოს ნებისმიერი სახის სპორტული შეკრება.
პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.